1934 წლის 20 აგვისტოა აჭარის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატის ინიციატივით ქ.ბათუმის განათლების განყოფილების შრომის, ცოდნის ბაზაზე ჩამოყალიბდა ქ.ბათუმის ა.მგელაძის სახელობის #18 არასრული საშუალო სკოლა.
1944 წლის 24 თებერვალს ქალ–ვაჟთა ცალკე სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით აჭარის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატის ინიციატივით სახალხო სკოლა გადაკეთდა ქ.ბათუმის ვაჟთა #9 რვაწლიან სკოლად და ეწოდა ალექსანდრე ყაზბეგის სახელი.
1952 წლის 1 სექტემბერს ქ.ბათუმის ვაჟთა # 9 რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა ქ.ბათუმის # 9 ვაჟთა საშუალო სკოლად, ხოლო ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1954 წლის 5 აგვისტოს # 12–95 გადაწყვეტილებით 1954 წლის 30 აგვისტოდან ბათუმის #9 ვაჟთა საშუალო სკოლა გადაკეთდა ა.ყაზბეგის სახელობის #6 ქართულ საშუალო სკოლად.
1972 წლის 1 აგვისტოდან ქ.ბათუმის განათლების განყოფილების ბრძანებით #6 ქართულ საშუალო სკოლას ეწოდა სამოქალაქო გმირის ვასილ კიკვიძის სახელი.
1993 წლის 21 მაისის ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილებით #6 საშუალო სკოლას ეწოდა ჰ. აბაშიძის სახელი. წლების განმავლობაში სკოლას ხელმძღვანელობდნენ ნ.ჩაუშბა, ე.ბოხუა, ც.რუსიძე, ანა ახალაძე.
2010 წლის
30 ივლისის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #64/ნ ბრძანების
საფუძველზე ქ. ბათუმის #19 საჯარო სკოლა
მიუერთდა ქ.ბათუმის #6 საჯარო სკოლას და დაფუძნდა
ბათუმის #19 საჯარო სკოლის ბაზაზე , სადაც 1972 წელს სოფელ ანგისის სკოლის ბაზაზე ფიროსმანის 5–ში გაიხსნა ქ. ბათუმის #27 რუსული საშუალო სკოლა. 1989 წლიდან სკოლაში მუშაობს რუსულ–ქართული
სექტორი.
2001 წლის 25 მაისიდან #11 ბრძანების საფუძველზე
ქ.ბათუმის #27 საშუალო სკოლა გადაკეთდა სპორტულ სკოლა–ლიცეუმად.2004 წლიდან კი– #27 საშუალო სკოლად. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის # 448 ბრძანების შესაბამისად ქ. ბათუმის #27 საშუალო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა ქ. ბათუმის #19 საჯარო სკოლა,
წლეების განმავლობაში სკოლას ხელმძღვანელობდნენ: ლ.ნიჟარაძე,
ნ.კეკუა, ფ.კონცელიძე,
გ.შალამბერიძე,
გ.ხოზრევანიძე,ზ.
ზაქარაძე.
ქ.ბათუმის #6 საჯარო სკოლის მიზანია შექმნას ხელსაყრელი პირობების სისტემა პიროვნების თვითშემეცნების,თვითგამორკვევის, თვითგანსაზღვრის პროცესების განხორციელებისათვის ბუნების,საზოგადოების და თავისი თავის მიმართ. სკოლას გააჩნია ყველა ის აუცილებელი რესურსი,რომლის საშუალებითაც ცდილობს შესაბამისი მიზნების მიღწევას. სკოლაში დღეისთვის სწავლობს 440 მოსწავლე და ემსახურება 50 პედაგოგი.
ამჟამად სკოლის დირექტორია ზურაბ ზაქარაძე, ხოლო მოადგილეები– თამარ ჩაგანავა და მაყვალა მამულაძე.
სკოლის მისამართია: ქ.ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა 5;