სკოლის ბალანსზე რიცხული 215 კვ.მ. ფართობის იჯარით გაცემა
სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლის ბალანსზე
რიცხული 215 კვ.მ. ფართის იჯარით გაცემის
საკონკურსო პირობები
სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლის ბალანსზე რიცხული 215კვ.მ. ფართის იჯარით გაცემა მოხდება აუქციონის ფორმით. აუქციონი ჩატარდება ორ ლოტად.
პირველ ლოტად გამოტანილი იქნება სკოლის შენობის პირველ სართულზე მდებარე 22 კვ.მ. შენობის ფართი სასკოლო ბუფეტისათვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2012 წლის 15 ივლისამდე .
საწყისი ერტი თვის ქირა - 90 ლარი.
მეორე ლოტად გამოტანილი იქნება სკოლის 193 კვ.მ სპორტული დარბაზი 18სთ-დან 20სთ-მდე ქორეოგრაფიული წრისათვის ყოველდღე გარდა კვირისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2012 წლის 15 ივლისამდე.
საწყისი ერთი თვის ქირა - 360 ლარი.
ႨႬႴႭႰႫႠႺႨႠ ႠႳႵႺႨႭႬႨႱ ႹႠႲႠႰႤႡႨႱ ႸႤႱႠႾႤႡ
აუქციონი ჩატარდება 2012 წლის 16 იანვარს 12 საათზე სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლის შენობაში. მისამართი: ქ.ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა 5 (პირველი სართული).
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველდღე, შებეთ-კვირის გარდა, 2011 წლის 15 დეკემბრიდან 2012წლის 13 იანვრამდე დილის 10.00 საათიდან საღამოს 17.00 საათამდე სკოლის კანცელარიაში.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონის კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. შევსებული განაცხადის ფორმა (რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილისა და იმ ფართის შესახებ, რომლის დაქირავება მას სურს);
2. ბე-ს შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი .
3. მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ფიზიკურმა პირმა - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;
4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებ სხვა პირის სახელით;
5. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძვნელო დოკუმენტაციის ასლს.
თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, დამქირავებელი იღებს „მონაწილეობის ბილეთს", კომისიის მდივანი აუქციონის რეგისტრაციის ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს მონაწილეობაზე, იტოვებს დოკუმენტებს და ბილეთს გადასცემს მონაწილეს.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელია „ბე", რომელიც განისაზღვრება საწყისი წლიური ქირის 30%-ით, გადახდა უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე:
სს „პრივატბანკი"; ბანკის კოდი: CAVOGE22; ანგარიშის №GE12TR0034080020001234.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი საიჯარო ქირის გადახდა (არანაკლებ საწყისი წლიური ქირისა, ბიჯის და მონაწილის ბილეთის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისად ბიჯის 50 ლარით ხოლო ბილეთის 10ლარით. ასევე გამარჯვებული იხდის იჯარასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებს: წყლის, სინათლის, სან.დასუფთავების და სხვა გადასახადებს.
დანართი №2 ბრძ.№ 01-02/64 2011 წლის 15/12
სსიპ ქ.ბათუმის №6 საჯარო სკოლა აცხადებს საჯარო აუქციონს
სკოლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის წესით გაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 2012წლის 15ივნისამდე .
საჯარო აუქციონზე გამოტანილი იქნება :
ლოტი |
ერთი თვის ქირა |
უპირობო და გაბოუხმობი საბანკო გარანტია/ბე |
”ბიჯი” |
მონაწილის ბილეთის ფასი |
1. 22 კვ.მ. შენობის ფართი სასკოლო ბუფეტისათვის. |
90ლარი |
150 ლარი |
50 ლარი |
10 ლარი |
2. 193კვ.მ სპორტული დარბაზი ქორეოგრაფიული წრისათვის ყოველ დღე გარდა კვირისა 18საათიდან 20 საათამდე. |
360ლარი |
360 ლარი |
50 ლარი |
10 ლარი |
მისამართი |
ქ. ბათუმი, ფიროსმანის .ქ №5 |
|||
განცხადებების მიღებისა და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღი |
განცხადებები მიღება 2012 წლის 13 იანვრამდე . აუქციონი ჩატარდება 2012 წლის 16 იანვარს 12 საათზე |
|||
შენიშვნა |
დამატებითი ინფორმაცია ობიექტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ სკოლის ოფიციალურ გვერდზე: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ.№5 პირველი სართული. ტელ.№24–30–51. |
share : |